top of page
Image by Andres Garcia

Nordic Summer School

Image by appshunter.io

The Nordics 

 

🌎 თანამედროვე რეალობაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გვესმის როგორ მუშაობს სამყარო, როგორი იქმნება მომავალი პროგრესი დღეს ან როგორ უნდა ვუპასუხოთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს სათანადოდ.

 

სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ქართველი მოზარდებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით — ისეთ გამოცდილებებს, რომლებიც მოზარდებს არა მხოლოდ შთაბეჭდილებებს, არამედ რეალურ ცოდნასა და ხედვას აძლევს. 🚀✨

 

ვინ ქმნის მომავალს და კეთილდღეობას, თუ არა ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც განათლების ახალი მოდელების გამოყენებით  უკვე დღეს აყალიბებს მსოფლიოს განვითარების დინამიკას? 💡🌐

 

მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც ტექნოლოგიური ინოვაციები ყოველღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ერთ-ერთი ასეთია ჩრდილოეთ ევროპული რეგიონი, რომელიც ნორდიკების სახელით არის ცნობილი.

 

🇪🇪 ესტონეთი — ქვეყანა, რომელმაც შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ციფრული სახელმწიფო, სადაც თითქმის ყველა სერვისი ონლაინ ფუნქციონირებს.

🇫🇮 ფინეთი — ქვეყანა, რომელიც განათლების, ინოვაციისა და ცხოვრების მაღალი ხარისხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში.

Summer School

🚀 ჩვენ შევქმენით Nordic Summer School —  საზაფხულო სკოლა ესტონეთსა და ფინეთში რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ტექნოლოგიებითა, ინოვაციებითა და მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნონ ევროპის ყველაზე ციფრულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ეკოსისტემებს და თავად გამოსცადონ როგორ იქმნება თანამედროვე სახელმწიფო, ეკონომიკა და განათლების სისტემა.

 

.

რას მოიცავს ნორდიკული საზაფხულო სკოლა?

❇️ სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამა ტალინსა და ჰელსინკში 🇪🇪 🇫🇮

❇️ E-Estonia კონცეფციის და ეკოსისტემის გაცნობა

❇️ ვიზიტები და ვორქშოპები ევროპის წამყვან კომპანიებში 

❇️ ვიზიტები წამყვან უნივერსიტეტებში და აკადემიურ ინსტიტუციებში

❇️ პრაქტიკული სესიები და ჯგუფური მუშაობა

❇️ საერთაშორისო ევროპული სერტიფიკატი

 

.

Image by Tomi Blasic

Program

სასწავლო პროგრამა ტალინსა და ჰელსინკში 🇪🇪 🇫🇮

 

❇️ მონაწილეები გაეცნობიან ციფრული სახელმწიფოს მოდელს, ინოვაციის ეკოსისტემას და ნორდიკული განათლების სისტემას, სპეციალურად შემუშავებული აკადემიური მოდულების ფარგლებში.

 

❇️ ვიზიტები და ვორქშოპები ევროპის წამყვან ეკოსისტემებში

e-Estonia, სტარტაპ ჰაბები და უნივერსიტეტები — მონაწილეები რეალურ გარემოში ნახავენ როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიური და ინოვაციური საზოგადოება.

 

❇️ შეხვედრები ექსპერტებთან და პროფესიონალებთან სტარტაპერებთან, აკადემიურ პერსონალთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ინტერაქცია, რაც მონაწილეებს აძლევს რეალურ ხედვას კარიერულ შესაძლებლობებზე ევროპაში.

 

❇️ უნივერსიტეტების გაცნობა და სასწავლო შესაძლებლობების განხილვა ტარტუს, ტალინისა და ჰელსინკის უნივერსიტეტების გაცნობა და ინფორმაცია ევროპაში სწავლის პერსპექტივებზე.

❇️ პრაქტიკული სესიები და ჯგუფური მუშაობა

მონაწილეები იმუშავებენ გუნდურად, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას და ინოვაციურ იდეებს.

Starship+foodora.jpeg.webp
bottom of page